Sunday, July 10, 2016

დღე მეცხრე

გავაკეთეთ ბმულები ბლოგებთან და მოვახდინეთ პრეზენტაცია.
ძალიან საინტერესო იყო ეს ტრეინინგი,რომელსაც გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
მადლობა ჩვენს ტრენერს გაწეული სამუშაოსთვის.

Saturday, July 9, 2016

დღე  მერვე
 
გავიმეორეთ წინა დღის მასალა. ვნახეთ ტრენერის კომენტარები ჩვენს გეგმებთან. დავხვეწეთ ჩვენი აქტივობები. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.
განვიხილეთ სახელმძღვანელოში მოდული 6. გავწერეთ დავალებები სუსტი და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის. პროექტის შაბლონი შევავსეთ ბოლომდე.
შევცვალეთ ბლოგის დიზაინი.

Friday, July 8, 2016

დღე მეშვიდე

გავიმეორეთ წინა დღეების მასალა. მოვახდინეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაცია. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.დავგეგმეთ ჩვენი პროექტის აქტივობები, შევიტანეთ აქტივობები გეგმაში, რომელიც გაუზიარეთ ტრენერს.

Sunday, July 3, 2016

დღე მეექვსე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა,კიდევ ერთხელ განვიხილეთ შეფასების ფორმები,ავირჩიეთ ორი შეფასების ფორმა: თანატოლთა ურთიერთშეფასების ფორმა და პრეზენტაციის ჩეკლისტი.პრეზენტაციის ჩეკლისტს გავუკეთეთ ადაპტირება და მოვარგეთ ჩვენს მოსწავლის ნიმუშს.
ჩეკლისტის მიხედვით შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც ავტვირთეთ ღრუბლებში და გავუზიარეთ ტრენერს.
განვიხილეთ რა უნდა ჩაგვეწერა შეფასების მონახაზში, განვმარტეტ თითოეული მეთოდის და ინსტრუმენტის გამოყენების მიზანი.

Saturday, July 2, 2016

დღე მეხუთე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, ვისაუბრეთ მიმდინარე და საბოლოო შეფასებაზე. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია.თითოეული სტრატეგიიდან ავარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები.შევიტანეთ  პროექტის გეგმის შაბლონი შეფასების დროის ჩარჩოში. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები, კერძოდ პრეზენტაციის ჩეკლისტი , თანატოლთა უკუკავშირის ფორმა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. ვისაუბრეტ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, მივიღეთ საშინაო დავალება.

Sunday, June 26, 2016

დღე მესამე

გავიხსენეთ წინა მასალა,ვისაუბრეთ სტანდარტების მნიშვნელობაზე,ჩვენი პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე მოვიძიეთ სტანდარტები საიტზე ncp.ge , გადმოვიტანეთ ჩვენს შაბლონში.
ვისაუბრეთ ბუნდოვან და სპეციფიურ  მიზნებზე, მოვიშველიეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია და დავწერეთ ჩვენი მიზნები.
ვისაუბრეთ პუბლიკაციის მნიშვნელობაზე, გავეცანი პუბლიკაციის მომზადების ჩეკლისტს.
გავეცანი პროგრამა publishers.
მივიღეთ საშინაო დავალება.

Saturday, June 25, 2016

დღე მეორე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავეცანით ჩეკლისტის დანიშნულებას,ვნახეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი,განვიხილეთ თითოეული კრიტერიუმი.განვიხილეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.ვიმსჯელეთ თითოეულ სტანდარტზე და ინდიკატორზე.შევქმენით საქაღალდე გუგლ დრაივში,გადმოვიტანეთ პროექტის გეგმა და ავტვირთეთ ღრუბელში.

Friday, June 24, 2016

დღე პირველი

გავეცანით ინტელის ძირითად მიზნებს და ამოცანებს.გავეცანი ელექტრონული წიგნის ნავიგაციებს.განვიხილეთ პროექტები სათითაოდ რაც დამეხმარება პროექტის თემის შერჩევაში.ვისწავლე ბლოგების შექმნა.